რეზონანსი
17.02.2025

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მეგაფონით რომ მოდის მარში რუსთაველზე, დღეს პოლიტიკურ მოძრაობად ჩამოყალიბდა, მომავალში პოლიტიკურ პარტიად ვიხილავთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

„იმედია, ეს წამოწყება იქნება სტაბილური და არა სპონტანური, მომზადებული იმ სიმძიმეებისთვის, რაც ავტოკრატიის პირობებში თან ახლავს პოლიტიკურ პროცესს.

იმედი მაქვს, მათი ყოფნა ქართულ პოლიტიკაში იქნება ეფექტიანი და ხანგრძლივი, შედეგზე და არა პროცესზე ორიენტირებული. წარმატებები!“ – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×