რეზონანსი
17.02.2025

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრაში, რომელიც საუდის არაბეთშია დაგეგმილი, უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, მიიღებს თუ არა უკრაინა მონაწილეობას საუდის არაბეთში აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრაში.

„უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. უკრაინა უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე ნებისმიერ მოლაპარაკებას უშედეგოდ მიიჩნევს. ვერ ვაღიარებთ ვერანაირ შეთანხმებას ჩვენს გარეშე. ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ხვალ საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება, რომელზედაც, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს განიხილავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×