რეზონანსი
17.02.2025

საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლებაზე განცხადება სწორედ ისეთივე სიმართლეა, როგორც გაყალბებული 300 ათასი ხმა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადება არის აბსოლუტური ტყუილი.

„თითიდან გამოწოვილი ტყუილები კიდევ ერთი საშუალებაა, როგორმე ქვეყნის საწინააღმდეგოდ იმოქმედონ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან ჩართული. სწორედ ის ორგანიზაციები, რომლებიც დონორების მხრიდან ფინანსდებიან და ამ უსაფუძვლო ტყუილებს ავრცელებენ“, – განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×