
თბილისში პოლიტიკური მოძრაობა - "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" დაფუძნდა. წარდგენა ეგნატე ნინოშვილის ძეგლთან, მის დაბადების დღეზე გაიმართა.
მათი თქმით, მოძრაობა აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს, "რომლებსაც სჯერათ, რომ საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა სოციალური დემოკრატიაა". მისი წევრები არიან ვახუშტი მენაბდე, ელენე ფასური, ლევან ლორთქიფანიძე და სხვები.
"გასულ კვირებში გავრცელდა ჭორი, რომ წინააღმდეგობაში ჩართული ადამიანები, მემარცხენეებად რომ მოიხსენიებთ ხოლმე, რაღაცას აპირებენ. თქვენ იცით, სად არიან მემარცხენეები, ჩვენ ვართ წინააღმდეგობის ნაწილი და ვართ იქ, სადაც ხალხს სჭირდება. დღეს ვართ აქ იმიტომ, რომ გითხრათ - ეს ჭორი არის სიმართლე. 130 წლის წინ გურიაში ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე დაარსდა პირველი ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა, რომელმაც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოტანა და დღეს ჩვენ, 130 წლის შემდეგ, 17 თებერვალს, ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეზე ,მის ბიუსტთან შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გითხრათ - აქ ვართ, ერთად ვართ და ჩვენი სახელია "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის".- თქვა ვახუშტი მენაბდემ.
მოძრაობას, ჯერჯერობით, 100-ზე მეტი წევრი ჰყავს, თუმცა, მათი თქმით, ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის, ვინც მათ იდეებს ეთანხმება და იზიარებს.