რეზონანსი
17.02.2025

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის უფროსი მრჩეველი საუდის არაბეთში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად გაგზავნა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ისინი ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრას, სავარაუდოდ, სამშაბათს გამართავენ.

„სავარაუდოდ, ისინი სამშაბათს გამართავენ შეხვედრას ამერიკელ კოლეგებთან, ძირითადად ყურადღებას გაამახვილებენ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების აღდგენაზე. ასევე, საუბარი დაეთმობა უკრაინის საკითხის მოგვარების შესახებ შესაძლო მოლაპარაკებების მომზადებას და ორი პრეზიდენტის შეხვედრის ორგანიზებას“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პუტინთან ბოლო სატელეფონოო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი დაიწყებენ მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივი დასრულების შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×