რეზონანსი
15.02.2025

„ჰამასმა" სამი მძევალი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

„ჰამასმა" მძევლები, 46 წლის იარი ჰორნი, 36 წლის საგუი დეკელ-ჩენი და 29 წლის საშა ტრუფანოვი, გაათავისუფლა.

„ჰამასმა" მძევლები „წითელ ჯვარს" გადასცა.

სანაცვლოდ, ისრაელი დღეს 369 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, რომელთაგან 24-ის დეპორტაცია მოხდება.

ცნობისთვის, ეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული მძევლებისა და პატიმრების მეექვსე გაცვლაა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან „ჰამასმა" 24 მძევალი გაათავისუფლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×