რეზონანსი
15.02.2025

ტელეკომპანია „მთავარი არხი" სააგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა.

„მთავარი არხის" თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები.

გადაცემები, რომლებიც ვერ გავა ეთერში:

საინფორმაციო გამოშვებები

სპეც-ეთერები

პოსტ-ფაქტუმი

მთავარი შაბათს

დღის სტუმარი

განსხვავებული აქცენტები

ღამის მთავარი

შენი დილა

შენი შუადღე

შენი შუაღამე

ლიტერატურული სამკუთხედი

მთავარი მსოფლიოში

ამ დროისთვის "მთავარი არხის" ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად.

მთავარი ხართ თქვენ", - ნათქვამია განცხადებაში.

„მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტის, ტე­ლე­წამ­ყვან ეკა კვე­სი­ტა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე არხზე ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სია და მისი თქმით, ამის მი­ზე­ზი ოქ­უ­აშ­ვი­ლია.

„მე­გობ­რე­ბო, რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან ცუდი პოს­ტი წა­ვი­კი­თხე( რბი­ლად შე­ვა­ფა­სებ), რომ თით­ქოს გვა­რა­მია-ოქუ­აშ­ვი­ლის კონ­ფლიქ­ტის გამო გა­ი­თი­შა არხი! ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნოა ასე­თი პოს­ტე­ბი ახლა, ძა­ლი­ან. ოქუ­აშ­ვილ­მა მოკ­ლა არხი - არც ფული ირი­ცხე­ბა, არც სა­რეკ­ლა­მო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი იდე­ბა, ვერც დე­ნის ფულს ვრი­ცხავთ და ვერც ინ­ტერ­ნე­ტის და ა. შ. და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თა­ნამ­შრომ­ლებ­საც არ აქვთ ფული, რომ არხზე ია­რონ.

ვინც ერთი ჟურ­ნა­ლის­ტით და ერთი ოპე­რა­ტო­რით სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს გა­უშ­ვებს ეთერ­ში, თეო გილიგაშვილი და­უთ­მობს სი­ა­მოვ­ნე­ბით თა­ვის ად­გილს. ასე რომ, სა­ნამ რა­მეს და­წერთ, ცოტა და­ფიქ­რდით ეს და­მა­ტე­ბი­თი, გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მე­ბი რომ არ იყოს, აქამ­დე თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­პი­კებ­ზეც ვმუ­შა­ობ­დით!!!" - წერს კვე­სი­ტა­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×