რეზონანსი
14.02.2025

ივანიშვილი ფაქტორი აღარ არის, არჩევნებს ქართველი ხალხი ჩანიშნავს - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, "ტვ პირველის" ეთერში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, უწყვეტი პროტესტი უნდა გაგრძელდეს და პოლიტიკური კრიზისი ბოლომდე უნდა მივიდეს: 

"ივანიშვილის ხელისუფლება არის ქოხი, რომელიც ფეხებზე დგას და მალე ჩამოიშლება. ეს მკაცრი ტონი, არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ მათი ამომრჩევლის გასაგონად. სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს, ქართველი ხალხი დანიშნავს ახალ არჩევნებს. პროტესტი უნდა გაგრძელდეს, პოლიტიკური კრიზისი ბოლომდე უნდა მივიდეს, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და ქართველმა ხალხმა სამართლიან არჩევნებში მიიღოს გადაწყვეტილება"- თქვა მან.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×