რეზონანსი
14.02.2025

საქართველოში საქმიანი ვიზიტით UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი სამშობლოში შერეული საბრძოლო ხელოვნების დარბაზის (MMA) აშენებას გეგმავს, რაზედაც საქართველოში ვიზიტად მყოფმა მერაბ დვალიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"დისტანციურად ვმუშაობ ამ საკითხზე, მაგრამ ამას ახლავს გარკვეული სირთულეები. ჩემი ამჟამინდელი ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ახალ დარბაზს უკავშირდება. სახელმწიფოსგან მიღებული თანხა მთლიანად ამ საკითხის მოსაგვარებლად ჩავრიცხე და თქვენ თავად იხილავთ, როგორც გავანაწილებ და რა საჭიროებებს მოვახმარ მას. ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოში MMA-ის განვითარებაში და ჩემს ხედვებსა და გამოცდილებას ამ საქმეს მაქსიმალურად მოვახმარ", - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ UFC 306-ზე შონ ომალის დამარცხების შემდეგ საქართველოს მთავრობისგან მერაბ დვალიშვილმა ერთი მილიონი ლარი მიიღო, რასაც ქართველი სპორტსმენი საქართველოში MMA-ის დარბაზების აშენებას მოახმარს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×