რეზონანსი
14.02.2025

კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მამაკაცმა 80 წელს გადაცილებულ ქალს სასიკვდილო ჭრილობა „ნაჯახით" მიაყენა.

„ამბობენ, რომ ნაჯახით მოკლაო. რომ მოკლა, შემდეგ დაურეკავს ბათუმში, მეგობრისთვის და უთქვამს მოვკალიო. [მეგობარს] კასპში დაურეკავს პოლიციაში. სახლში რომ შესულან, ქალი იატაკზე ეგდო",- აღნიშნავს მეზობელი.

მათივე ინფორმაციით, ქალი რაჭაში ცხოვრობდა.

„წამიყვანია რაჭაში იმ ქალთან. ვიცი, რომ ბებო იყო, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ",-აღნიშნავენ მეზობლები.

ადგილობრივების თქმითვე, 35 წლის კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ინფორმაციისთვის, კასპის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ სასირეთში ახალგაზრდა მამაკაცმა ოჯახის ხანდაზმულ წევრს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც 80 წელს გადაცილებული ქალი გარდაიცვალა. ბრალდებული - 35 წლის მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

თანასოფლელების თქმით, ბრალდებული გარდაცვლილის გერის შვილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×