რეზონანსი
14.02.2025

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას მუშაობა ჯერ არ დაუწყია და კოლექტიური „ნაცმოძრაობა" უკვე აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ ნამდვილად დამნაშავეები არიან, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ კიდევ ბევრი საინტერესო საკითხი გახდება ცნობილი, რაც „ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივ და კრიმინალურ ბუნებას პირდაპირ ამხელს.

„პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას მუშაობა ჯერ არ დაუწყია და კოლექტიური „ნაცმოძრაობა" უკვე აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ ნამდვილად დამნაშავეები არიან, მათ შორის, საქართველოსა და ქვეყნის მოქალაქეების წინაშე. სხვა შემთხვევაში, მათი პირდაპირი ინტერესი უნდა იყოს, რომ კომისიის მუშაობის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღონ და ყველა კითხვას პასუხი გასცენ. შესაბამისად, ვინც კითხვებს თავიდანვე ემალება, ის ემალება მართლმსაჯულებას. ვფიქრობ, ამ კომისიის მიერ კიდევ ბევრი საინტერესო საკითხი გახდება ცნობილი, რაც „ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივ და კრიმინალურ ბუნებას პირდაპირ ამხელს", - განაცხადა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×