რეზონანსი
14.02.2025

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის მეტროს „საბურთალოს" ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აღნიშნავენ, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უკვე ადგილზე არიან და მუშაობენ ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად. მათივე ცნობით, მატარებელი ჩიხში გადაჰყავთ.

„თბილისის მეტროს პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×