
მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკაში უგრძელდება მონიტორინგის პროცესი,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს" „ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განუცხადა.
„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, სტაბილურია. კლინიკაში უგრძელდება მონიტორინგის პროცესი",-აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
ცნობისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში" თავდაპირველად სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს. ის 34-ე დღეა, რაც შიმშილობს.
მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს, ადგილობრივი პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.