რეზონანსი
14.02.2025

ის სიმართლე, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, ამაზე ახლა უკვე საუბრობს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, აშშ-ის მიერ „დემოკრატიის ეროვნული ფონდისთვის“ დაფინანსების შეჩერებაზე.

„კარგია, რომ გამოძიება ამ მიმართულებითაც წარიმართება. კარგია, რომ NED-ის პროექტები ასევე გაჩერდა საქართველოში და მთელ მსოფლიოში და გაჩერდა მანამ, სანამ არ დადგინდება მათი საქმიანობის რეალური მიზნები, არ დადგინდება ის სავარაუდო სიმართლე სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. მათ შორის NED-ი იყო ძალიან დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი. პირდაპირ აკეთებდნენ ამ გაცხადებებს და მითითებებს, მათი დირექტორი მყავს მხედველობაში. გავიხსენოთ სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ასევე NED-იდან ფინანსდებოდა. ამიტომ ის სიმართლე, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, ამაზე ახლა უკვე საუბრობს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია“, - განაცხადა ბოჟაძემ.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „დემოკრატიის ეროვნულ ფონდს“ დაფინანსება შეუჩერა. აშშ-ის „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ბრძანებით, სახაზინო დეპარტამენტმა უარი განაცხადა თანხების გაცემაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×