რეზონანსი
14.02.2025

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპს კითხვა დაუსვეს, სჯერა თუ არა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის.

„დიახ, მე მჯერა, რომ მას მშვიდობა სურს. მე დავუჯერე პრეზიდენტ პუტინს, როცა მას გუშინ ვესაუბრე. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. დიახ, ვფიქრობ, რომ მას მშვიდობა სურს. ვფიქრობ, მეტყოდა, რომ არ უნდოდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, ენდობა თუ არა პუტინს, ტრამპმა აღნიშნა: „მჯერა, რომ მას სურს, რაღაც მოხდეს. მე მას ვენდობი ამ საკითხში“.

ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე და განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჯო ბაიდენის განცხადება გახდა ომის დაწყების მიზეზი, ასევე ომის დაწყებაზე გავლენა მოახდინა გენერალ მარკ მილისა და სხვა გენერლების მოქმედებებმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×