რეზონანსი
13.02.2025

ამ რეზოლუციას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მორიგი, უკვე მე-6, სრულიად უსამართლო რეზოლუცია და თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, თავდასხმა მედიის დამოუკიდებლობაზე, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად დუბაიში.

მისივე თქმით, ასეთი აქტები და რეზოლუციები ძალიან მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციაზე ქართული საზოგადოების თვალში.

„ეს ყველაფერი გვახსენებს იმ 9-წლიან პერიოდს, რა დროსაც მოქმედებდა მძიმე რეჟიმი, რომელიც თავს ესხმოდა სახელმწიფოებრიობას და მედიის დამოუკიდებლობას ჩვენს ქვეყანაში და ეს რეჟიმი იმართებოდა იმავე ძალების მხრიდან, რომლებიც დღეს ასეთ რეზოლუციებს აინიცირებენ ევროპარლამენტში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, ასეთი აქტები და რეზოლუციები ძალიან მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში, ქართული საზოგადოების თვალში. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი, ევროპული ინსტიტუტები და ბიუროკრატია გაჯანსაღდება მომავალში, დღევანდელი ტენდენციები არის საკმაოდ მძიმე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×