რეზონანსი
13.02.2025

არ იქნება „მინსკი 3“. ეს აღარ უნდა მოხდეს! ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს უფლება თუნდაც კიდევ ერთი კვადრატული მილით წაიწიოს წინ უკრაინაში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკრაინის შესახებ განიხილება აუცილებლად კიევის ჩართულობით უნდა მოხდეს.

„ჩვენ დღეს გვექნება შეხვედრა უკრაინის თავდაცვის მინისტრ, რუსტემ უმეროვთან. ნებისმიერი საკითხი, რაც უკრაინის შესახებ განიხილება აუცილებლად უნდა წარიმართოს უკრაინის ჩართულობით”, - განაცხადა მარკ რუტემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რასაც თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, ალიანსის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაა.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ ნატო-ს თავდაცვის ბიუჯეტს, რადგან მეტია გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს საოცარი თავდაცვის ინდუსტრიები, თუმცა ეს საკმარისი არ არის”, - განაცხადა მან.

12-13 თებერვალს ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში წლის პირველ შეხვედრას მართავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×