რეზონანსი
13.02.2025

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას აფასებს, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან. მისი განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩირის ფასიც არ აქვს.

„ევროპარლამენტს არ შეუცვლია არც ზნე, არც ჩვევები. ის რეზოლუციები, რაც აქამდე იყო მიღებული, ახალი პროექტისგან არაფრით განსხვავდება. რაც შეეხება ამ დესპანებს, რომლებიც ჩავიდნენ იმისათვის, რათა ევროპარლამენტის წინაშე გამოვიდნენ კვლავ რაღაც გაუგებარი პროგრამით და პერფორმანსით, ერთადერთი აქვთ მიზნად, რომ როგორმე სირთულე შეუქმნან საკუთარ ქვეყანას. არც ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ღირს ჩირის ფასად და არც ამ თაღლითების გამოსვლას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×