რეზონანსი
13.02.2025

უკრაინამ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო.

უკრაინულ მედიასთან ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ სანქციები, სავარაუდოდ, სახელმწიფო ღალატის მუხლით დაწესდა. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რას გულისხმობს სანქციები.

სანქციების შესახებ ინფრომაციას ადასტურებს თავად პოროშენკოც, რომელმაც აღნიშნული პროვოკაციად შეაფასა.

„სულ ახლახან უშიშროების საბჭომ მიიღო არაკონსტიტუციური, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება ჩემს, პეტრო პოროშენკოს, როგორც ოპოზიციის ლიდერისა და მეხუთე პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, სრულიად უკანონო შეზღუდვებით“, – დაწერა პოროშენკომ.

ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ გამართა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა და გადაწყვეტილება 13 თებერვალს გამოქვეყნდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×