რეზონანსი
12.02.2025

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ახალი საბრძოლო ბრიგადების ჩამოყალიბება შეწყვიტა, ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეზე პაველ პალისაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც პალისამ განაცხადა, მთელი ძალისხმევა არსებული ბრიგადების სრულყოფილ დაკომპლექტებაზე იქნება მიმართული.

პალისამ აგრეთვე განაცხადა, რომ უკრაინა ახლაც განიცდის გარკვეული შეიარაღების მიწოდების შეფერხებას. „ადამიანების დიდი გუნდი მუშაობს, რათა უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების, საბრძოლო მასალის, სხვა მატერიალური საშუალებების მიწოდება დააჩქაროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×