რეზონანსი
11.02.2025

ევროკავშირი მრავალმილიარდიანი საგარეო დახმარების გადახედვას გეგმავს. "ბლუმბერგის" ცნობით, 

ევროკავშირს სურს, რომ საგარეო დახმარება ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს ემთხვეოდეს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ასეთი აუცილებლობა პრიორიტეტების გაზრდის, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკის, გამო დადგა.

დოკუმენტის პროექტის თანახმად, ევროკომისია საგარეო დახმარების რეფორმირებას გეგმავს. ის აპირებს, რომ საგარეო დახმარება თავის პარტნიორებზე იყოს ორიენტირებული.

როგორც ჟურნალისტები წერენ, ევროკავშირს საგარეო დახმარების რეკონსტრუქცია სურს, რათა სტრატეგიული ინტერესები უზრუნველყოს. ეს ეხება თანამოაზრე ქვეყნებთან ალიანსის გაძლიერებას, ნედლეულზე წვდომის გაზრდას და მიგრანტების ნაკადის შეჩერებას.

ევროკავშირი მსოფლიოში საგარეო დახმარების უმსხვილესი დონორია. 2023 წელს მან საგარეო დახმარებაზე 99 მილიარდი დოლარი დახარჯა. აშშ-მა კი - 72 მილიარდი დოლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×