რეზონანსი
11.02.2025

9 თე­ბერ­ვალს, დი­ლით ტე­ნე­სის შტატ­ში ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა, 33 წლის გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლი მოკ­ლეს. ეს სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მას დამ­ნა­შა­ვე სახ­ლთან და­ეს­ხა თავს და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა.

33 წლის გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰყავს ოჯა­ხი, ის ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის მა­მაა. ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო, მაგ­რამ უცხო­ეთ­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ ისევ წა­ვი­და. ისე წლე­ბია იქ ცხოვ­რობს, ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც მი­ი­ღო და ამი­ტომ მას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­უ­ჩე­რეს.

ცნო­ბი­ლი იუ­რის­ტი თა­მარ აბე­სა­ძე გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლის პი­რა­დი ად­ვო­კა­ტი იყო. ის ძა­ლი­ან წუხს მომ­ხდა­რის გამო და ოჯახს, მის სა­ნა­თე­სა­ვოს, სა­მე­გობ­როს სამ­ძი­მარს უცხა­დებს.

„რო­გორც ვიცი, მას ადრე და­პი­რის­პი­რე­ბა ფე­რად­კა­ნი­ა­ნებ­თან ჰქონ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ ეს იმ ფაქ­ტის გაგ­რძე­ლე­ბაა. კონ­ფლიქ­ტი ადრე და­ი­წყო, ამა­ზე გი­ორ­გიმ თა­ვად მი­ამ­ბო. მან მი­თხრა, ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი ამე­რი­კელ თეთრკა­ნი­ა­ნებს ძა­ლი­ან ავიწ­რო­ებ­დნენ, ჩაგ­რავ­დნე­ნო, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და, გი­ორ­გი თეთრკა­ნი­ანს გა­მო­ე­სარ­ჩლა, არ მის­ცა ფე­რად­კა­ნი­ა­ნებს მათი და­ჩაგ­ვრის უფ­ლე­ბა. ამის გამო მო­უხ­და მათ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, შეხ­ლა-შე­მოხ­ლაც იყო. რო­გორც ვიცი, ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბის ისეთ კლან­თან მო­უხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა გი­ორ­გის, იყო იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ მო­ეკ­ლათ, ამი­ტომ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქ ცხოვ­რობ­და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი. აქ წა­მო­ი­წყო თა­ვი­სი ბიზ­ნე­სი. მერე შე­ირ­თო ცოლი, შე­ე­ძი­ნა შვი­ლე­ბი. მან­ქა­ნე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, ნა­წი­ლე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის...

რო­გორც ვიცი, მისი დაც ცხოვ­რობს ამე­რი­კა­ში. ახლა მას და­უ­რე­კავს გი­ორ­გის მე­უღ­ლის­თვის და ეს მძი­მე ამ­ბა­ვი უთ­ქვამს. რო­გორც ვიცი, დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა სახ­ლთან ჩა­საფ­რე­ბა მო­უ­წყვეს და იქ მოკ­ლეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით. რად­გან ჩა­საფ­რე­ბა იყო, ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ძვე­ლი კონ­ფლიქ­ტის გაგ­რძე­ლე­ბაა, ეტყო­ბა მი­აგ­ნეს. ტყვია და­ა­ხა­ლე­სო სახ­ლთან, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს", - განუცხადა "ამბებს" ადვოკატმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×