რეზონანსი
10.02.2025

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულებს და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

მათი თქმით, გამოცემა "ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 30 დღეა შიმშილობს და სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ჟურნალისტს.

ასევე, აქციის მონაწილეები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია 75-ე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხვალ ბათუმის ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×