რეზონანსი
10.02.2025

რომ იტყვიან, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე და დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟზე გამოძიება დაიწყო.

ანჯაფარიძის განცხადებით, იყო მცდელობა არაერთი გავლენიანი ძალისგან თუ ორგანიზაციისგან როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან, რომ ეს ამბები ჩაეფარცხათ. თუმცა, მისი თქმით, არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე და უფრო ძველი საქმეების გამოძიებაც კი შეიძლება.

„რომ იტყვიან, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. გვახსოვს, იყო აქტიური მცდელობები, როგორც ქვეყნის შიგნით ცნობილი ჯგუფებისგან, ისე გარედანაც, ასევე ცნობილი ორგანიზაციებისგან და პირებისგან, რომ ეს ყოველივე უბრალოდ ჩაეფარცხათ. კარგად მახსოვს მათი ფრთოსანი ფრაზა, წინ მომავლისკენ იყურეთ, და წარსული ჩამოწერეთ. მარტო აშშ-ს სენატორების მრისხანე წერილები რად ღირს, ხელი არ ახლოთ „ნაცმოძრაობასო".

მომავალი არ არსებობს წარსულის გარეშე.

უფრო შორეული წარსულის მოვლენების და საქმეების გამოძიებაც შეიძლება." - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×