რეზონანსი
10.02.2025

რუსთაველის გამზირზე „გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, პოლიციამ დააკავა.

"დავინახე გზის მოპირდაპირე მხარეს როგორ ეჯაჯგურებოდა პოლიციის მთელი კორდონი, როგორ მოათრევდა დაკავების მანქანისკენ, რომელიც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული",- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ.

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევენ. პარლამენტის წინა პერიმეტრზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული, შესაბამისად, მომიტინგეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა უშუალოდ, გზის სავალ ნაწილზე გააგრძელონ პროტესტი.

ემონსტრანტები სკანდირებენ: "არ გავჩერდებით, ჩანიშნე არჩევნები", "გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები", "ცეცხლი ოლიგარქიას", "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა".

პროტესტის 75-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×