რეზონანსი
10.02.2025

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.

ბოკუჩავას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს პოზიცია ჰქონდა არჩევნებამდეც.

„შეიძლება საზოგადოებას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იყო ერთიანობის მხარდაჭერა. ჩვენ მაშინაც და ახლაც მიგვაჩნია, რომ რუსეთის და რუსული რეჟიმის დამარცხება ივანიშვილის სახით, ძალიან რთულია ფრაგმენტირებული ფრონტის პირობებში. ჩვენ 12 წელია, ამ ბრძოლაში ვართ. შესაბამისად, ყველა ვიცნობთ ქვეყნის მოწინააღმდეგეს და ვინ არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ხალხის მტერი – ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, ახლაც, ისევე როგორც არჩევნებამდე, მიგვაჩნია, რომ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „ქვეყნის გადარჩენის გზა ერთიანობაა, რაც სამი კომპონენტისგან შედგება – პოლიტიკური პარტიების გაერთიანება და თანამშრომლობა, საზოგადოება და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×