რეზონანსი
10.02.2025

"ქართული ოცნება" დაანონსებულ კანონებზე მუშაობას იწყებს - დღეს კიდევ ერთხელ გაკეთდა განმარტებები ფარას და მედიის რეგულირების შესახებ ინიციატივებზე.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი მოტივაცია სუვერენიტეტის განმტკიცებაა. ყურადღებას ამახვილებენ სხვა მიმართულებებზეც, მათ შორის, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვასა და ანტინარკოტიკულ პოლიტიკაზეც.

"ქართულ ოცნებაში"აცხადებენ, რომ კანონმდებლობა ამ მიმართულებით გამკაცრდება.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შემოვიღოთ "ფარას" ამერიკული კანონი, სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონის ასლი. როდესაც ჩვენ, მით უმეტეს, ბოლო დროს ვაკვირდებით როგორ ვითარდება მოვლენები, ყველაზე მსხვილ დონორებთან დაკავშირებით, რომელსაც უამრავ თაღლითობაში და არაკეთილსინდისიერებაში ამხელს თვითონ ამერიკაში მოქმედი ადმინისტრაცია. ეს ეხება USAID-ს და სხვას. ჩვენ რა თქმა უნდა ვალდებულნი ვართ, რომ უფრო დავიცვათ ჩვენი თავი", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×