
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.
"FARA-ს კანონთა დაკავშირებით საჭიროება არის იმის, რომ ქართული სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული. როდესაც პირდაპირი გადმოტანა ხდება ამერიკული კანონის, იმედია, მასაც არ შერაცხავენ რუსულად.
არასრულწლოვანები დღეს დასაცავია სამწუხაროდ, იმ არასწორი და არაკეთილსინდისიერი მიდგომების გამო, რაც მსოფლიოში იყო, სწორედ ამიტომ, ასევე, დასავლური მოდელის შესაბამისად, დავიცავთ არასრულწლოვნების უფლებებს," - განაცხადა ლაშხმა.
უახლოეს დღეებში უნდა შევიდეს პარლამენტში მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული ინიციატივა, რომელმაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი უნდა ჩაანაცვლოს, საუბარია ამერიკული "ფარას" ზუსტ ანალოგზე.
"ქართული ოცნება" მუშაობს მედიასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებაზეც, სადაც, მათივე განმარტებით, გათვალისწინებული იქნება ბრიტანული მოდელი და კანონმდებლობა.