რეზონანსი
09.02.2025

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი მრჩევლის ვლადიმერ ნადარეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ლევან მგალობლიშვილი გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის შვილის ვლადიმერ ნადარეიშვილის გარდაცვალების გამო, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა, აფხაზეთის მთავრობაში ჩემი მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

აფხაზეთის მთავრობის სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და კოლეგებს ამ დიდ დანაკარგს", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×