რეზონანსი
09.02.2025

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი არც უარყოფს და არც ადასტურებს ვლადიმერ პუტინის დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ვაშინგტონში ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებასთან ერთად, ჩნდება მრავალი სხვადასხვა კომუნიკაცია და ეს კომუნიკაციები სხვადასხვა არხით ხორციელდება", - განუცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუსულ გამოცემა „იზვესტიას".

როგორც მანამდე გამოცემა „ნიუ იორკ პოსტმა" დაწერა, დონალდ ტრამპმა მას ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ტელეფონით ესაუბრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×