რეზონანსი
09.02.2025

გიორგი ვაშაძე აზრზე არ არის ახლა რისი დროა და მისი წარსული პოლიტიკური ცხოვრება მხოლოდ ამას ადასტურებს, - ამის შესახებ „ფედერალისტების" ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

„დღეს არის ძლიერი პარტიების, დემოკრატიული პროცესის, ქვემოდან ზემოთ მომავალი პრიცესის დრო, როდესაც ხალხი წყვეტს, მათი წარმომადგენლები ვინ არიან და არა - ვაშაძის ბელადი ან ვაშაძის დონორი. ამისი დროა ახლა და ხალხი თვითონ განსაზღვრავს თავის წარმომადგენლებს, და პირიქით, ხალხი ითხოვს მრავალფეროვან არჩევანს, ძლიერ პარტიებს. ხალხი ითხოვს მათი ინტერესების დაცვას, მათი ინტერესებისთვის დებატებს და ამ პროცესს თუ წარმატება უწერია, ასე დასრულდება როგორც მე ვამბობ და არა ისე, როგორც გიორგი ვაშაძე",- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას მოლოდინი, რომ ოპოზიციის გაერთიანება მოხერხდება, ჩერგოლეიშვილი პასუხობს, რომ მისი სურვილია, ხალხი მათ გარშემო გაერთიანდეს.

„არ ვიცი და არც მაინტერესებს. ჩვენ ვაშენებთ ჩვენს პარტიას და დაინტერესებულები ვართ ჩვენი პარტიის, ჩვენი ღირებულებების ირგვლივ ქართველი ამომრჩევლის გაერთიანებით, რადგან ჩვენ ვხედავთ, ვინ არის მთავარი აქტორი პოლიტიკური პროცესის, ეს არის ქართველი ხალხი. ამიტომ მინდა, ხალხი გაერთიანდეს ჩვენ გარშემო და არა პოლიტიკოსები ერთმანეთთის გარშემო",- აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა ერთიანობაა. მისივე თქმით, „ერთიანობა სამი კომპონენტისგან შედგება - პოლიტიკური პარტიების გაერთიანება და თანამშრომლობა, საზოგადოება და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×