რეზონანსი
09.02.2025

რუსეთი ღიაა უკრაინასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებთან კონტაქტებისთვის, მაგრამ თანაბარუფლებიანობის საფუძველზე და რუსეთის ინტერესების სავალდებულო გათვალისწინებით, - ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსკოვი ვაშინგტონისგან შესაბამის სიგნალებს ელოდება.

"ჩვენ ღია ვართ კონტაქტებისთვის, მაგრამ თანაბარუფლებიანობის საფუძველზე და რუსეთის ინტერესების სავალდებულო გათვალისწინებით. ველოდებით შესაბამის სიგნალებს ამერიკული მხარისგან. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ ისაუბრა ამის შესახებ და შესთავაზა მშვიდად საუბარი ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც აშშ-სა და რუსეთის ინტერესს წარმოადგენს, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე", - აღნიშნა ნებენზიამ.

მისი თქმით, ასევე აუცილებელია იმის გააზრება, რომ „ტანგოს შესრულებას ორი სჭირდება" და შეერთებულ შტატებთან კონტაქტებისთვის მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სურვილი საკმარისი არ არის.

„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე", - აღნიშნა ნებენზიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×