რეზონანსი
09.02.2025

მზია ამაღლობელი იმყოფება მონიტორინგის ქვეშ, უტარდება ასევე დამატებითი ლაბორატორიული განმეორებითი კვლევები, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ განაცხადა.

ექიმის თქმით, მზია ამაღლობელი აგრძელებს ექიმთა რეკომენდაციების შესაბამის მკურნალობას.

„მდგომარეობა რჩება იგივე. ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას. გრძელდება ჩვენი რეკომენდაციები და იმყოფება მონიტორინგის ქვეშ. უტარდება ასევე დამატებითი ლაბორატორიული განმეორებითი კვლევები. რეკომენდაციები გამომდინარეობს მისი ზოგადი მდგომარეობიდან, რაც ახასიათებს შიმშილის ეფექტს ამდენი დღის განმავლობაში. იცით, რომ პაციენტი მოინახულა სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ექიმთა ჯგუფმა, შეგხვდა ჩვენ. იყო ჩვენი აზრების ურთიერთგაცვლა და შევჯერდით ერთობლივ რეკომენდაციებზე“, – განაცხადა ჩხაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×