რეზონანსი
09.02.2025

პოლიციამ დაჯარიმების ოქმი დილის 08:00 საათზე გიორგი მუმლაძესაც მიუტანა. აქტივისტი ამბობს, რეჟიმი აქციის მონაწილეებს უკვე ყოველგვარი გასამართლების გარეშე აჯარიმებს. მუმლაძე. მისი თქმით, "ოცნების" მსგავსი ქმედებები ცხადყოფს, რომ რეჟიმი აგონიაშია. 

რეჟიმის აგონიურ მდგომარეობას აჩვენებს ის ფაქტი, რომ კვირას დილით 08:00 საათზე დაგვადგა პოლიცია სპეცოპერაციით. იყო ორი შკოდა მოსული. მე რაც დავინახე, გადმოსული იყო 7 პოლიციელი. მათ მითხრეს, რომ მოვიტანეთ დოკუემნტაცია, რომ თქვენ ხართ დაჯარიმებული. ვუთხარი, „კარგით, გასაგებია, შეგიძლიათ, მიბრძანდეთ“. უნდოდათ, რომ ჩამებარებინა ეს დოკუმენტი, მაგრამ არ ჩავიბარე. სამართლებრივად როგორ უნდა შეაფასო? ეს არის დრაკონული კანონები, ხამურაზს ჰქონდა დაახლოებით ისეთი, რომ იმ პერიოდში ყოველგვარი განსჯის გარეშე ადამიანების წამება დამოკვდინება იყო დაშვებული, - ამბობს მუმლაძე. 

შეგახსენებთ, რომ დაჯარიმების ოქმი დღეს დილის 08:00 საათზე სახლში აქტივისტ ნიკა ნარსიასაც მიუტანეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×