რეზონანსი
09.02.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სურს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინაში იშვიათ მინერალებსა და გაზთან წვდომაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გარიგება დადოს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა The New York Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ასეთი შეთანხმება მისაღები იქნება უკრაინის შესახებ ნებისმიერი პოტენციური სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში.

ცნობისთვის, ამავე ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი განიხილეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×