რეზონანსი
09.02.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. როგორც გამოცემა „ნიუ იორკ პოსტი“ წერს, ამის შესახებ მან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

შეკითხვაზე, თუ რამდენჯერ ისაუბრა მან პუტინთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ უმჯობესია, ეს არ თქვას. ტრამპის თქმით, პუტინს ადარდებს ხალხის ხოცვა ბრძოლის ველზე.

„მას სურს, იხილოს, რომ ადამიანები აღარ კვდებოდნენ“, -აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, რომლის ციტატასაც „ნიუ იორკ პოსტი“ აქვეყნებს.

„ყველა ეს გარდაცვლილი. ახალგაზრდა, ლამაზი ადამიანები. ისინი თქვენი შვილებივით არიან, ორი მილიონი მათგანი – და უმიზეზოდ“, – თქვა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს ომი არ მოხდებოდა, 2022 წელს ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.

„მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან. ბაიდენი ჩვენი ქვეყნის სირცხვილი იყო. ნამდვილი სირცხვილი“,- თქვა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების კონკრეტული გეგმა აქვს.

„ვიმედოვნებ, რომ ის სწრაფია. ყოველ დღე ადამიანები იღუპებიან. ეს ომი უკრაინაში ძალიან ცუდია. მინდა დავასრულო ეს წყეული საქმე“, – აღნიშნა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×