რეზონანსი
09.02.2025

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. "ინფო რუსთავის" ცნობით, აღმაშენებლისა და გარეჯის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდთან (ე.წ. ახალ ხიდთან), "ბეემვე"-ს მარკის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა. ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით მანაქნაში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მათ ავტომობილიდან გამოსვლა დროულად მოახერხეს. ახალგაზრდებმა მცირე დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×