რეზონანსი
08.02.2025

ილონ მასკი შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს, – ასე უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას Time-ის ახლად გამოქვეყნებული გარეკანის შესახებ, სადაც ბიზნესმენი და მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ილონ მასკი პრეზიდენტის მაგიდასთან ზის.

„ჟურნალი „თაიმი“ ჯერ კიდევ არსებობს? არც კი ვიცოდი“, – აღნიშნა ტრამპმა, რომელიც Time-მა 2024 წლის პიროვნებად დაასახელა.

ამერიკის პრეზიდენტნის თქმით, ილონ მასკი თაღლითობის, კორუფციისა და რესურსების ფლანგვის ბევრ შემთხვევას პოულობს. „თქვენ ამას ხედავთ USAID-ის შემთხვევაში, მაგრამ კიდევ უფრო მეტს ნახავთ სხვა სააგენტოებსა და მთავრობის სხვა ნაწილებში. მას ჰყავს ფანტასტიკური გუნდი. მას დიდი ხანია სურდა ამის გაკეთება“ – განაცხადა ტრამპმა.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ USAID-ის შემთხვევაში, მთელი საქმე თაღლითობაა, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×