რეზონანსი
08.02.2025

საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქმე გვქონია არა ქართულ „ენჯეოებთან", არამედ უცხოური მთავრობის მიერ ორგანიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა, თუ რა სქემებით ხდებოდა საგარეო დახმარების გამოყენება სხვა ქვეყნებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის თავს მოსახვევად.

„მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა, თუ რა სქემებით ხდებოდა საგარეო დახმარების გამოყენება სხვა ქვეყნებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის თავს მოსახვევად, საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქმე გვქონია არა ქართულ NGO-ებთან არამედ უცხოურ GONGO-ებეთან - Government-organized non-governmental organization - უცხოური მთავრობის მიერ ორგანიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან", - წერს შალვა პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×