რეზონანსი
05.02.2025

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ვლადიმირ პუტინი გეგმავს გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე ბელარუსში ჯარების განლაგებასა და ქვეყნის ომში ჩათრევას.

„პუტინის ამბიციები და ის, რაც დღეს ჩვენ ვხედავთ - ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი არ შეჩერდეს. და ეს ფაქტია. ის ამ გზით წავა. ის კიდევ სხვა ქვეყნებზე იფიქრებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ის სხვა ქვეყნების პროვოცირებას მოახდენს. შეიძლება შემდეგ პოლონეთი ან ბალტიის ქვეყნები აღმოჩნდეს. და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ნახავთ, რომ გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე ის განალაგებს ძალებს ბელარუსის ტერიტორიაზე“, - დასძინა უკრაინის ლიდერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×