
კობა ხაბაზი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლემ ხაბაზს ჯარიმასთან ერთად, 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც შეუჩერა.
მისი თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მის დანაშაულს არ ადასტურებს და კადრებშიც ჩანს, რომ ადგილზე გზის გადაკეტვისათვის საჭირო რაოდენობის აქციის მონაწილეები იყვნენ.
„მოვითხოვე ვიდეჩანაწერები, სადაც ჩანს ის სამი საპროტესტო მსვლელობა - ვაკის პარკიდან, მარჯანიშვილიდან და პარლამენტიდან, რადგან ჩანს, რომ არათუ ხალხი არ იყო, არამედ იქაც ვერ ვეტეოდით. მე ასევე შევთავაზე, რომ 2000 მოწმეს მივიყვანდი, ვინც იმ დღეს აქციაზე იქნებოდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული. მე გამიმართლა იმაში, რომ ესენი კომუნისტების დროს არ იყვნენ, როცა ლენინის ძეგლი ჩამოვაგდე, თორემ სამუდამო პატიმრობას მომისჯიდნენ. ბრძოლა გრძელდება, საქართველოს რუსულ ჭაობში ჩაძირვისთვის ვერ გავიმეტებთ“, - განაცხადა კობა ხაბაზმა.
ხაბაზს 17 ნოემბერს უნივერსიტეტთან გზის ხელოვნურად გადაკეტავს ედავებოდნენ.