რეზონანსი
05.02.2025

„რეჟიმის მცველი“, „რუსის მონა“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, – ამ შინაარსის წარწერები დატოვეს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის სახლთან.

სადარბაზოს შესასვლელთან ასევე გააკერეს სხვადასხვა შინაარსის პოსტერები.

აღნიშნული ინფორმაცია და ფოტოები ჯგუფ „დაიტოვეში“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავად გაავრცელა.

„რუსული რეჟიმის მცველს და ბიძინას პირად მონას, ბატონ ლევანსაც ვესტუმრეთ დღეს. ხალხის ცემა, წამება, უკანონო დაკავება, გატაცება, ძარცვა და სხვა დანაშაულებები თუ  არ არის მისი შესაფასებელი, აი, ეს შეაფასოს ახლა.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ჩვენ ყველასთან მივალთ! ძირს დიქტატურა! ეძღვნება სისტემისდგან რეპრესირებულ ყველა ადამიანს! ბოლომდე“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი და შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×