რეზონანსი
05.02.2025

უკრაინასთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, - ამის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან კარგ, კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჩვენ რუსებს ვესაუბრებით, ასევე, უკრაინის ხელმძღვანელობას ვესაუბრებით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ომის დასრულებას ძალიან ცდილობს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინაში ომი არ მოხდებოდა.

„მინდა ამის დასასრული ვნახო და მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო - ორივე მხარეს ახალგაზრდების სიცოცხლე მთლიანად განადგურდა. ძალიან კარგ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვფიქრობ, ამას მივაღწევთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×