რეზონანსი
05.02.2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის

თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ძალიან სწორი პოზიცია, როცა მიიღო კანონი გამჭვირვალობის შესახებ 

„ის, რასაც ჩვენ ბოლო ორი წელიწადია ვამბობთ, ეს რეალობა დადასტურდა. დაფინანსების გარკვეული ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში გამოყენებული იყო რევოლუციური სცენარების, ქაოსური სიტუაციების მხარდასაჭერად. საქართველოს შემთხვევაში, იკვეთება, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ არჩევნებისთვის თითქმის 42 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი „იუესაიდის“ მიერ. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს და განამტკიცებს იმ ძალიან სწორ პოზიციას, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა და მიიღო კანონი გამჭვირვალობის შესახებ. სწორედ ამიტომაც იყო ის ისტერიული კამპანია წარმოებული, როგორც დონორების, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ, მათი უცხოური პატრონების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×