რეზონანსი
04.02.2025

პრეზიდენტი მაქსიმალურად ცდილობდა თავის დღევანდელ გამოსვლაში ხაზი გაესვა საზოგადოების გაერთიანების, ურთიერთპატივისცემისა და ქვეყნის გაერთიანების მთავარ საკითხებზე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტში პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა შეაფასა.

„რამდენიმე მთავარი საკითხი შეიძლება გამოიყოს, რაც ყველაზე მეტად ალბათ ქართველისთვის, ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის იყო ყურადღებამისაქცევი და ეს იყო გამაერთიანებელი მესიჯი იმ ადამიანის, რომელიც დღეს საქართველოს პრეზიდენტია. ის მაქსიმალურად ცდილობდა თავის დღევანდელ გამოსვლაში ხაზი გაესვა [საზოგადოების] გაერთიანების, ურთიერთპატივისცემისა და ქვეყნის გაერთიანების მთავარ საკითხებზე. ვფიქრობ, ეს არის ის დამოკიდებულება, რაც საქართველოს პრეზიდენტს ყველაზე მეტად ხელეწიფება კიდევაც, ევალება კიდევაც და მისი კომპეტენციიდან, მისი თანამდებობის სიმბოლური, თუ რეალური მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

გარდა ამისა, რამდენიმე ისეთი საკითხიც იყო, რომელიც ასმაგად სასიამოვნოა. მაგალითად მოხსენებაში იყო საუბარი ჯანსაღი ცხოვრების წესზე. მიხეილ ყაველაშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით ალბათ უფრო მეტი ეთქმის. ასევე, როდესაც საუბარი იყო ანტინარკოტიკულ და სხვა მსგავს კამპანიებზე, ესეც იყო აბსოლუტური პოზიტივი იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ის, რაც გვჭირდება. ადამიანი, რომელიც ამას აიღებს თავის თავზე და თუ ეს იქნება პრეზიდენტი, ერთიორად სასიამოვნო იქნება მისი მხრიდან“, - აღნიშნა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×