რეზონანსი
04.02.2025

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მრჩევლის, პოლიტიკოსი რონ პოლის განცხადებით, უკრაინიდან დაწყებული საქართველოთი გაგრძელებული, „იუესაიდი“ ერევა უცხო ქვეყნების საშინაო პოლიტიკასა და საქმეებში. თუ ასეთ რამ ჩვენთან მოხდებოდა, ეს ამერიკელებს გაამწარებდა.

მისი თქმით, „იუესაიდი“ მილიარდობით დოლარს ხარჯვას უცხო ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციების გამოსაკვებად, რომელთა მეშვეობით შექმნილი ჩრდილოვანი მთავრობები არჩეულ მთავრობებს ამარცხებენ.

„„იუესაიდი“ არის საკვანძო კომპონენტი აშშ-ის მთავრობის ხელში მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეჟიმების ცვლილებების ოპერაციაში. „იუესაიდი“ ხარჯავს მილიარდობით დოლარს ყოველ წელს არასამთავრობო ორგანიზაციების გამოსაკვებად, რომელთა მეშვეობით საზღვარგარეთ ჩრდილოვანი მთავრობები არჩეულ მთავრობებს, რომელთა შეცვლაც ამერიკელ ინტერვენტებს სურთ, ამარცხებენ. შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის კატასტროფის უკან თქვენ „იუესაიდის" კვალს ნახავთ. უკრაინიდან დაწყებული საქართველოთი გაგრძელებული, „იუესაიდი“ ერევა უცხო ქვეყნების საშინაო პოლიტიკასა და საქმეებში. ასეთი რამ ჩვენთან რომ მომხდარიყო, ეს ამერიკელებს გააცოფებდა“, - თქვა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×