რეზონანსი
04.02.2025

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე CO-ს ინტოქსიკაციით 2 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მოიწამლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საჰარეო მილიდან მოხდა CO-ს გავრცელება მე-3 და მე-4 სართულის ბინებში, რა დროსაც მე-4 სართულზე მცხოვრები ასაკოვანი დედა-შვილი დაიღუპა, ხოლო მე-3 სართულზე მცხოვრები სამი არასრულწლოვანი და მათი დედა მოიწამლა.

ოთხივე მათგანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები და "სოკარ გაზ ჯორჯიას" წარმომადგენლები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სწორედ გამოძიება დაადგენს საიდან მოხდა CO-ს გავრცელება ბინებში.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×