რეზონანსი
03.02.2025

მორიგი ე.წ. კანონმდებლობის გამკაცრება სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურის დაანონსება, –  ამის შესახებ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიამ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ ცვლილებებზე, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც სამართლიანად უხეირო დიქტატორის სტატუსს ატარებს, გადაწყვიტა, დიქტატურა დაამყაროს ქვეყანაში. მას შემდეგ, რაც ვერაფერი დაუპირისპირა იმ სახალხო პროტესტს, რომელიც ორ თვეზე მეტია, მიმდინარეობს მის მიერ კონსტიტუციის ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავზე გადახევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს მორიგი ე.წ. კანონმდებლობის გამკაცრება სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურის დაანონსება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ როგორ ეშინია რეჟიმს, რომელმაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ის ავტორიტარული და უკვე დიქტატორული მეთოდების გამოყენება გადაწყვიტა, რომელიც არ იმუშავებს, რამდენადაც ქართველი ხალხი გააგრძელებს ამ ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული მომავლის დაცვას მიუხედავად შეშინებული დიქტატორის მცდელობებისა, გაზარდოს ჯარიმები, გაზარდოს პატიმრობის ვადები თუ სხვა“,- განაცხადა აქუბარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×