რეზონანსი
03.02.2025

4 თებერვალს პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნება და პრეზიდენტს მოუსმენენ, - განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ასეც გავხსნით ჩვენ ხვალ საგაზაფხულო სესიას. როგორც იცით, იმ დღეს, პრეზიდენტის მოხსენებასთან ერთად, სხვა საკითხები არ განიხილება.

ამიტომ ხვალ გვექნება ერთადერთი საკითხი პრეზიდენტის მოხსენების სახით და შემდეგ უკვე ოთხშაბათსა და ხუთშაბათს - საკანონმდებლო პროცესი, კანონპროექტების განხილვა და სხვა საკითხები. ვნახოთ, როგორ ინტენსიურად წარიმართება ჩვენი სასესიო კვირა. ვვარაუდობ, რომ პარასკევი შეიძლება სესიისთვის არ დაგვჭირდეს, თუმცა ვნახოთ, როგორ გავაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×