რეზონანსი
03.02.2025

დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებენ.

„ქართული ოცნების" პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ სექტემბრისთვის უკვე მზად იქნება დასკვნა, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეცემათ.

„სექტემბრისთვის გვექნება დასკვნა, რომელსაც გავუზიარებთ ჩვენს საზოგადოებას და გავუზიარებთ შესაბამის უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ ყველა იმ საქმეს და ბოროტებას, რომელიც ჩაიდინა „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ თავისი სახელი დაერქვას. ასე რომ, მზად ვართ იმისთვის, რომ უკვე საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომებზე ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×